15 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი, ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგანგებო განცხადებით მიმართავს. საქმე ეხება ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებას, კანონმდებლები დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის საწინააღმდეგოდ, მტკიცე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ.

"ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ- ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა," - ვკითხულობთ დეპუტატების მიმართვაში.

დღის ამბები