05 ოქტომბერი 2024,   00:59
ვრცლად
რუსთავის მერია საქართველოში პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრის გახსნას აანონსებს

რუსთავის მერია საქართველოში პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრის გახსნას აანონსებს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, რეფორმების ცენტრი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: დაგეგმავს და მოამზადებს რეფორმებს მუნიციპალური მომსახურების თითქმის ყველა სფეროში. ამავე ბაზაზე იმუშავებს სასწავლო ცენტი, რომელიც მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს. 

"ვმუშაობთ იმ რეფორმებზე, რომელმაც უნდა გააძლიეროს მუნიციპალიტეტის სერვისების წარმოება, მიწოდება მოქალაქეებზე. სარეფორმო გამოცდილება რაც დაგვიგროვდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილს კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს ის გუნდი, რომელიც შევკრიბეთ ცენტრში," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

 

 

დღის ამბები