05 ოქტომბერი 2024,   01:01
ვრცლად
ანიმაცია "ჟირაფი ჟოზე" ამერიკელი ბავშვებისთვის ითარგმნა

ქართული ბაზრისთვის შექმნილი ანიმაციური პროდუქტი "ჟირაფი ჟოზე", ამერიკელი ბავშვებისთვის ითარგმნა და პირველი სერიის პრემიერა youtube-ზე დღეს შედგა. სტუდია "ველოსიპედის" თანადამფუძნებელი, გიორგი მარშანია ამბობს, რომ მოლაპარაკება ამერიკულ კომპანიათან 18 თვის წინ დაიწყო.

კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, ახალი სერიები კონკრეტულად ამერიკის ბაზრისთვის შეიქმნას და youtube-თან ერთად, ამერიკულ ტელეეკრანებზეც გამოჩნდეს.

დღის ამბები