15 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ჩვენი მოლოდინები არის პოზიტიური, 8- ში დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკომისიის დასკვნა იქნება დადებითი - ნიკოლოზ სამხარაძე

ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ოთხ დღეში ევროკომისია შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამ ფონზე ევროპიდან პოზიტიური გზავნილები იზრდება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დასკვნას იმედიანად ელოდება. 

"ჩვენი მოლოდინები არის პოზიტიური, 8-ში დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკომისიის დასკვნა იქნება დადებითი. ის რეფორმები და ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ გადადგა, იმედი მაქვს ანგარიშში ადეკვატურად იქნება ასახული. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის სასარგებლო რეკომენდაციას გასცემს. ოპოზიციას არ უხარია ქვეყნის წარმატება და ევროპული ინტეგრაცია, ეს მათ განცხადებებშიც ჩანს. ისინი დადიოდნენ და ევროპელებს ეხვეწებოდნენ საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ," - აცხადებს სამხარაძე. 

დღის ამბები