15 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ახლაც იმსახურებს - მიხეილ სარჯველაძე

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. პოლიტიკური პექტრი ისევ ორ ფლანგად არის გაყოფილი. მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციას დესტრუქციულობაში სდებენ ბრალს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა.

"ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ხელისუფლება ამისთვის დაუღალავად იღწვოდა და ცდილობდა ყველა პირობა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, განსხვავებით ოპოზიციისგან, ოპოზიცია იმთავითვე იყო დესტრუქციული და ცდილობდა პროცესისთვის ხელის შეშლას. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ახლაც იმსახურებს," - აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები