09 ივლისი 2024,   02:08
ვრცლად
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

მათი ცნობით, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარის ადგილზე შესასწავლის მიზნით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა.

დღის ამბები