14 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში - საქსტატის ახალი სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპის შესახებ

დადებითი ეკონომიკური ტენდენცია, საქართველომ ინფლაციური გამოწვევების სწრაფად დაძლევა შეძლო. საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი შეადგინა. წლიური მაჩვენებელი კი 0.8 პროცენტით განისაზღვრა. სამთავრობო გუნდში მაჩვენებლების ასეთ ტემპს, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მონაცემები 3 პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულზე დაბალია.

სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და ჯანმრთელობის დაცვა.

რეგიონში შექმნილი არაერთი პრობლემის მიუხედავად, ქვეყანამ რომ გამოწვევები სწრაფი ტემპით დაძლია, საუბრობენ უმრავლესობის წევრები. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ დღეს არსებული მონაცემები პოზიტიურია, თუმცა ფასებთან დაკავშირებით გამოწვევები ისევ არსებობს.

პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, არაერთ ფაქტორთან ერთად მონაცემები ეკონომიკის ზრდას უკავშირდება.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სამთავრობო გუნდში მაჩვენებლების ტემპს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

დღის ამბები