09 ივლისი 2024,   01:37
ვრცლად
დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ენტონი ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.
 
ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
დღის ამბები