09 ივლისი 2024,   02:29
ვრცლად
ლონდონში, ბერლინში, პარიზში, ანკარასა და სტამბოლში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ლონდონში, ბერლინში, პარიზში, ანკარასა და სტამბოლში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა. შეკრებილები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ. დემონსტრანტები, აქციებზე პლაკატებით და პალესტინის დროშებით მივიდნენ.

11 პირი დააკავა პოლიციამ ლონდონში. ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა პარიზის ცენტრში. ეს პალესტინელთა მხარდამჭერი ერთ-ერთი უდიდესი თავყრილობა იყო, რომლის გამართვის ნებართვაც, ხელისუფლებამ "ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ გასცა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, პალესტინელების მხარდამჭერი აქცია სტამბოლსა და ანკარაში გამართეს.

დღის ამბები