15 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა გაიმართა

უკრაინაში, ომის 620 -ე დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები არ აიძულებენ უკრაინას, მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კი უკრაინის იმ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყანამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.

„ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. ეს თუ მოხდება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება, მაშინ უკრაინას შეუძლია, მიაღწიოს თავის ამბიციურ მიზანს, გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები