09 ივლისი 2024,   02:10
ვრცლად
ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე იარაღი გაისროლა

ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე იარაღი გაისროლა. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. მომხდარის გამო აეროპორტი ამჟამად დაკეტილია. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე მოხდა.

ჰამბურგის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანქანაში, რომლითაც შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდება, ერთი ბავშვი იმყოფება. სამართალდამცველების თქმით, შემთხვევამდე, საგამოძიებო უწყებას შეიარაღებული მამაკაცის მეუღლე დაუკავშირდა და ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ შეატყობინა. ადგილზე მობილიზებული არიან სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის ძალები. მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში დღეს დაგეგმილი რეისები აღარ შესრულდება.

დღის ამბები