16 სექტემბერი 2024,   22:53
ვრცლად
საქართველოს, მიუხედავად სირთულეებისა, მათ შორის რუსეთის აგრესიის ჭრილში, უნდა მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი-თეონა აქუბარდია

ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ სტატუსის მიღებას ხელს შეუსრულებელი რეფორმები უშლის, ნაწილი კი ისევ არ ამხელს იმ ოპონენტთა ვინაობას, ვინც ევროპული პერსპექტივის მიღებას ეწინააღმდეგება.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, მისი პარტნიორები ყოველკვირეულად მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში, რათა პარტნიორები დაარწმუნონ, რომ ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ.


"ჩემი თანაპარტიელები ფაქტობრივად, ყოველ კვირას დადიან სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში, რათა სთხოვონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენს ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"ვნახეთ საერთო ოპოზიციური მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რითაც ვფიქრობ, რომ წერტილი დაესვა ამ განცხადებებს იმიტომ, რომ 13 ქალი დეპუტატი ყველა ოპოზიციური ჯგუფიდან, უერთდება ერთ სულისკვეთებას, რომ საქართველოს, მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, მათ შორის რუსეთის აგრესიის ჭრილში, უნდა მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები