09 ივლისი 2024,   02:25
ვრცლად
ნეპალში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

ნეპალში, 37 საათის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 157-მდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ეპიცენტრი სოფელი რამიდანდა იყო. მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როცა ხალხს ეძინა.

კავშირი გაწყვეტილია ბევრ დასახლებულ პუნქტთან. ეპიცენტრში, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, თუმცა მიწისძვრის შემდეგ მთებში ჩამოწვა მეწყერიც, რომელმაც გზები და ბილიკები ჩახერგა, ამიტომ სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

მეზობელმა ინდოეთმა, რომლის დედაქალაქ დელიშიც იგრძნობოდა ბიძგები, ნეპალს დახმარება შესთავაზა.

დღის ამბები