09 ივლისი 2024,   01:21
ვრცლად
თურქეთში, "ნატოს" ბაზასთან, მომიტინგეებმა სამხედრო ნაწილში შეჭრა სცადეს - პროტესტის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ

თურქეთში, ინჯირლიკის "ნატოს" სამხედრო ბაზასთან, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მომიტინგეებმა სამხედრო ნაწილში შეჭრა სცადეს. თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თურქმა სამართალდამცველებმა ბაზის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები.

მომიტინგეები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ. ნატოს სამხედრო ბაზა თურქეთის სამხრეთში, ადანას პროვინციაში მდებარეობს. დღეს, თურქეთში ჩადის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მანამდე თურქეთის ლიდერმა ისრაელის პრემიერს ტერორისტი უწოდა.

დღის ამბები