09 ივლისი 2024,   03:11
ვრცლად
სად მოდის იშვიათი და სამეფო სოკო იგივე "კეისრის სოკო" - ნიყვზე ნადირობის სეზონი

იმერული გვიანი შემოდგომა განსაკუთრებულია. სოფლებში სიმშვიდე და სიჩუმეა. ყველა თავისი საქმით არის დაკავებული.

საოცარი სიმშვიდეა აჯამეთის ტყეშიც, რომელიც ბაღდათის გარშემო სოფლებს ესაზღვრება. ერთადერთი, რაც აქ სიჩუმეს არღვევს, სოკოს მაძიებლების, უფრო სწორედ ნიყვზე მონადირეების ფეხის ხმა და გადაძახილებია. სწორედ აქ იზრდება საუკეთესო ნიყვი, იგივე კეისრის სოკო, რომელიც წელს შედარებით გვიან მოვიდა.

ბევრისთვის ნიყვი შემოსავლის წყაროა, მაგრამ არიან გურმანებიც, რომლებისთვის მთელი ეს პროცესი ერთგვარი რიტუალია. წელს ნიყვის ნოემბერში მოსვლამ ყველა გააკვირვა და, რა თქმა, უნდა გაახარა. ერთადერთი სირთულე ის არის, რომ ყვითელ ფოთლებში ნიყვის პოვნა ცოტა რთულია.

ნიყვის მოსავლის მიხედვით, ასევე წინასწარმეტყველებენ თუ როგორი იქნება მოახლოებული ზამთარი. ნიყვთან ერთად იკრიფება სხვა სოკოებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ნიყვი ხელოვნურად ვერ გამოჰყავთ. ის იზრდება მხოლოდ იქ, სადაც ზომიერი კლიმატი და ბევრი მუხაა. გურმანებმა იჩქარეთ ჩასვლა იქ, სადაც ნიყვი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები