09 ივლისი 2024,   02:02
ვრცლად
ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც 4 წლის ბავშვი მძევლად ყავდა აყვანილი, პოლიციას ჩაბარდა

18-საათიანი ინციდენტი, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში მცირეწლოვანი ბავშვის მძევლად აყვანას უკავშირდებოდა, ამოწურულია. დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა. უსაფრთხოდაა მისი 4 წლის შვილიც.

შეიარაღებული მამაკაცი, ბავშვთან ერთად თურქეთში გამგზავრების მოთხოვნით, ავტომობილით აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა.

მომხდარის გამო 18 საათის განმავლობაში ჰამბურგის აეროპორტი დაიკეტა - გაუქმდა ყველა ავიარეისი.

 

დღის ამბები