09 ივლისი 2024,   01:21
ვრცლად
5 დაღუპული, მათ შორის 2 ბავშვი - ავსტრალიაში ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა

ტრაგედიით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ავსტრალიაში - პოპულარულ ტურისტულ ქალაქ დეილ-ფორდში მანქანა მოულოდნელად გზიდან გადავიდა და ერთ-ერთ პაბის წინ მყოფს ხალხს დაეჯახა. დაღუპულია 5 ადამიანი - მათ შორის ორი ბავშვი. არიან დაშავებულებიც. საავადმყოფოშია გადაყვანილი 66 წლის მძღოლი.

რა გახდა მომხდარის მიზეზი - ადგილობრივი პოლიცია დეტალებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. მიმდინარეობს ძიება.

დღის ამბები