09 ივლისი 2024,   01:18
ვრცლად
ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მას ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანა ედება ბრალად

ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

32 წლის მამაკაცს ბრალი ედება ადამიანთა კონტრაბანდულ გადაყვანაში. საუბარია თურქეთის და ავღანეთის 65 მოქალაქეზე, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანეს და შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი, არალეგალების გერმანიაში გადაყვანას გეგმავდა.

საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია თურქეთის ერთი მოქალაქეც. მიგრანტები ამბობენ, რომ ბუდაპეშტში მათ ტელეფონები წაართვეს და საქართველოს მოქალაქემ ისინი ერთ-ერთ ბინაში გამოკეტა.

დღის ამბები