08 სექტემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ერგნეთში, ქართული მხარის მოთხოვნით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს - რა მოთხოვნები აქვს ქართულ მხარეს

თითქმის ერთი საათია, ერგნეთში, ქართული მხარის მოთხოვნით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოს მოქალაქის მკვლელის დასჯა და გატაცებულის დაუყოვნებლივ დაბრუნება - ქართული მხარე საოკუპაციო ძალების წინაშე ამ ორ მოთხოვნას აყენებს.

იქამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მოითხოვდა ტექნიკური შეხვედრის გამართვას.

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.

დღის ამბები