09 ივლისი 2024,   02:00
ვრცლად
"მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის ბედს განსაზღვრავს - ახლა არჩევნებისთვის შესაფერისი დრო არ არის" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის, ახლა არჩევნების დრო არაა.

"უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის თავდაცვის, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რომელსაც მხოლოდ რუსეთი ელის უკრაინისგან. მიმაჩნია, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის. თუ ჩვენ გვჭირდება ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კამათს და გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, სახელმწიფოში არსებობს სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ, დაასრულონ ის და საზოგადოებას ყველა საჭირო პასუხი გასცენ", - აცხადებს ზელენსკი.

კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის 31 მარტს უნდა ჩატარდეს, თუმცა, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, უცნობია, ჩატარდება თუ არა კენჭისყრა დაგეგმილ დროს.

დღის ამბები