ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში, რუსი მესაზღვრეების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაკავებას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.
"რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, - წერს ბორელი.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.