16 სექტემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"მტერს პოლიტიკურ ოპონენტებში ნუ ეძებთ" - გიორგი ვაშაძე "ოცნებას"

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა დაიწყო და მმართველმა გუნდა ეს უნდა თქვას, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებში ეძებოს მტერი.

ვაშაძის თქმით, მიუღებელია, რომ მმართველი გუნდი მტერს, მტერს არ უწოდებს და საკუთარი ქვეყანას ადანაშაულებს ოკუპაციაში.

"ოკუპანტი ვინ არის? ვისი ბრალია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? შეიძლება, რომ მტერს, მტერი არ დაარქვა და შენს ქვეყანას ადანაშაულებდე ქვეყნის ოკუპაციაში? წინა მთავრობამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? - ხომ არსებობს რაღაც ზღვარი და საზღვარი, ხომ არ უნდა დაკარგოთ ადამიანობა. თურმე, რუსეთს კია არ მოუხდენია ოკუპაცია, წინა ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე. 1993 წელს ვინ იყო დამნაშავე? 1990 წელს, 1991,1992 წელს ჩვენს თანამემამულეებს, რომ ხოცავდნენ, ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? ვინ მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან და ვინ განაგრძობს ამ პროცესს? - ეს არის რუსეთი, თქვით ეს და პოლიტიკურ ოპონენტებში ნუ ეძებთ მტერს", - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კირბალში, რუსი მესაზღვრეების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, საქართველოს საერთო ტრაგედიაა და საჭიროა ყველა ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთოს.

"ეს არა მხოლოდ პოლიტიკურად, ადამიანურადაც მიუღებელი ქმედებაა, როდესაც ასეთ ტრაგედიას, ვინმე, ვინმესკენ ხელის გაშვერით აბრალებს. ეს, ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ყველა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი. წინა ხელისუფლებას იმდენი ცოდვა და დანაშაული აქვს, რომ ჩემი ღრმა რწმენით, მას არასდროს არ უნდა ენდოს საქართველოს მართვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქით ვიყურებოდეთ და დღეს, არ ვაკეთოთ ის საქმე, რაც გასაკეთებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები