16 სექტემბერი 2024,   22:57
ვრცლად
"მმართველმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა 2008 წლის ომის ყველა დამნაშავე გამოაშკარავდეს" - ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა ყველა დამნაშავე გამოაშკარავდეს.

ინჯიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობაა" დამნაშავე, რადგან მისი მმართველობის დროს მოხდა ომი და მათ ვერ შეძლეს ამ პროცესების თავიდან აცილება.

"მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა ყველა დამნაშავე გამოაშკარავდეს. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ვერ აიცილეს ომი.

უნდა გამოიკვლიონ ყველა ასპექტი, რომელმაც გამოიწვია ადამიანების დაღუპვა. მაგალითად: როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, ახალგორის ჩაბარება, იმ ტექნიკის ჩაბარება, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა გადმოგვცეს. ეს გვაინტერესებს ჩვენ", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დღის ამბები