16 სექტემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ისტორიაში შევა, როგორც მათი პოლიტიკური ლაქა" - რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები ცდილობენ, ევროკომისიის დასკვნაში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, "მანკიერი დათქმები" ჩაიწეროს.

"რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ, შევა ისტორიაში, როგორც მათი პოლიტიკური ლაქა და ამ ლაქას ისინი ვერ ჩამოირეცხავენ საკუთარი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რომელიც ისედაც დასასრულს უახლოვდება. მსგავსი მანკიერი დათქმების მოთხოვნა ყველაზე მეტად მაგონებს, როცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოდან მოსკოვში იგზავნებოდა ხოლმე დასმენები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ ამ მავნებელი ადამიანების საუკეთესო მემკვიდრეები და გამგრძელებლები არიან, მაგრამ თუ მაშინ გადაწყვეტილებებზე, გარკვეულწილად, გავლენას ახდენდნენ ამ დასმენების ავტორები, დღეს ეს შეუძლებელია," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები