16 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა უნდა აგოს პასუხი - სოზარ სუბარი

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა.

„დღეს 7 ნოემბერია და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა ჩადენილი ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ, მასობრივი დარღვევები. როცა ყველა დანაშაულზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ უნდა მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აგოს პასუხი. მათი თითოეული დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა უნდა აგოს პასუხი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები