16 სექტემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"ოპოზიციის ნაწილის ბრიუსელში ვიზიტისგან კარგს არაფერს ველოდები იმ პირობებში, როცა მათ არ აწუხებთ ქვეყნის ინტერესები, არც მშვიდობა და არც ევროპული მომავალი" - მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის ნაწილის ბრიუსელში ვიზიტისგან კარგს არაფერს შეიძლება ველოდო იმ პირობებში, როდესაც მათ აბსოლუტურად არ აწუხებთ ქვეყნის ინტერესები, არც მშვიდობა და არც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ერთადერთი, რაც ოპოზიციის ამ ნაწილს აწუხებს, არის საკუთარი ინტერესები და ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერ ფასად.

„ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ერთ წელზე მეტია ჩვენი ოპონენტების მხრიდან. შესაბამისად, კარგს არაფერს ველოდები მათი ბრიუსელში ვიზიტისგან. ბრიუსელისგან რასაც ველოდები, არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ჩვენს ქვეყანას ექნება კანდიდატის სტატუსი, ისევე როგორც ის მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას, გასულ წელს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები