16 სექტემბერი 2024,   23:03
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სამძიმარს იღებს. ცხედარი მშობლიურ სოფელშია გადასვენებული. კირბალში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გუშინ მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მიდიოდნენ ლომისას ტაძარში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. იქამდე ისინი საფლავზე იმყოფებოდნენ.

დღის ამბები