09 ივლისი 2024,   03:20
ვრცლად
ზუგდიდში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები