09 ივლისი 2024,   01:11
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს კვლავ ინტენსიურად უტევენ

ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს კვლავ ინტენსიურად უტევენ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ომის დასრულების შემდეგ ისრაელს არ აქვს ანკლავის მართვის სურვილი.
"სექტორის მმართველი არც "ჰამასი" იქნება და არც ისრაელი, დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია" - ამბობს იოავ გალანტი.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ექიმები ანესთეზიის გარეშე მოქმედებენ, მატულობს მსხვერპლი.

გასული დღის განმავლობაში, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით სექტორი 600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ევაკუაციის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პარალელურად, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის სენატმა ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა. საუბარია
14 მილიარდზე მეტი ოდენობის კანონპროექტზე.
 

 

დღის ამბები