09 ივლისი 2024,   01:45
ვრცლად
ვგმობთ ამ მკვლელობას... ეს არის მიმდინარე განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოში და სხვაგან, რუსეთის ოკუპაციის შედეგია - ვედანტ პატელი

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე მორიგი შეფასება გააკეთა ვაშინგტონმა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ მკვლელობა ბრიფინგზე დაგმო. 

ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები.

"მოვლენებს არ გავუსწრებ, ეს ძალიან შეუსაბამო იქნება, მაგრამ გავიმეორებ იმას, რის შესახებაც გუშინ ითქვა - რომ ჩვენ ამ მკვლელობას ვგმობთ... და ეს არის მიმდინარე განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოსა და სხვაგან რუსეთის ოკუპაციის შედეგია. და ეს არის ის, რის მონიტორინგსაც გავაგრძელებთ," - ამბობს ვედანტ პატელი.  

დღის ამბები