09 ივლისი 2024,   02:00
ვრცლად
ამერიკის სენატმა დაბლოკა ისრაელის დახმარების შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა

ამერიკის სენატმა დაბლოკა ისრაელის დახმარების შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა.

მედიის ინფორმაციით, დემოკრატებმა დაბლოკეს რესპუბლიკელების მცდელობა, სწრაფად დამტკიცებულიყო ისრაელისთვის გადაუდებელი დახმარების შესახებ კანონპროექტი.

რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ მარშალის განცხადებით, დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სენატმა არც ერთი დღით არ უნდა გადადოს დახმარების მიწოდება ისრაელისთვის. დემოკრატებმა კი უკრაინისა და ისრაელისთვის ერთდროულად დახმარების გაწევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

დღის ამბები