08 სექტემბერი 2024,   03:21
ვრცლად
ერთად და კონსტრუქციულად მუშაობაა საჭირო, ევროკავშირის მიერ დასახული ნაბიჯების გადასადგმელად - პაველ ჰერჩინსკი

"ერთად და კონსტრუქციულად მუშაობაა საჭირო ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად" - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

მას შემდეგ, რაც ბრიუსელში დადასტურდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, პაველ ჰერჩინსკიმ მედიისთვის ბრიფინგი გამართა. მან განცხადება დაიწყო სოფელ კირბალში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ სამძიმრით და თქვა, რომ რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოა.

სამძიმრის შემდეგ, ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა მიულოცა და გამოხატა მზაობა, დაეხმაროს ქვეყანას, დასახული ამოცანების შესრულების პროცესში.

"რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რას იმსახურებდა და რას არა - ეს დისკუსია უკვე დასრულებულია. ევროკომისიამ დღეს გაუწია რეკომენდაცია წევრ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქართველოსთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები, 27 ქვეყანა მიჰყვება ევროკომისიის რეკომენდაციას და ერთსულოვნად გადაწყვეტს საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი ამ წლის დეკემბერში.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ შეესაბამებოდეს ყველაფერში ევროკავშირს, ეს მოიცავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასაც. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა არის ბრიუსელში. მას ექნება ბევრი შეხვედრა და ეს იქნება იმის მცდელობა, რომ გაიზარდოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირთან. ეს ყოველწლიურად გაიზრდება, რათა უფრო და უფრო დავახლოვდეთ. ეს არის ჩვენი მიმართულება, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უნდა ვიქცეთ ერთ ორგანიზმად და სწორედ ეს არის საერთო მიზანი," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები