08 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება - ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროკავშირი ამით ადასტურებს, რომ საქართველო მალე ევროპული ოჯახის წევრი გახდება.

სამხარაძის თქმით, ახლა 15 დეკემბერს უნდა დაველოდოთ, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საბოლოო ბეჭედი დაესმევა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირი ადასტურებს, ახლა უკვე დოკუმენტურად, რომ საქართველო მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენი წარმატება არის ქვეყნის წარმატება და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირი უკვე სერიოზულად განიხილავს საქართველოს, როგორც მომავალ წევრს. ჩვენ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, უნდა დაველოდოთ ამ თარიღს, როდესაც საბოლოო ბეჭედი დაესმევა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას და შემდეგ, უკვე შეგვეძლება ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ევროკომისიამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. განცხადება, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გააკეთა.  

დღის ამბები