08 სექტემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ეს არის ისტორიული დღე - გიორგი ვაშაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსკენ ისტორიული ნაბიჯი გადმოდგა.

გიორგი ვაშაძის თქმით, რომ არა ოპოზიციის შეხვედრები, შეიძლებოდა ეს შედეგი არ დამდგარიყო.

"ეს არის ისტორიული დღე. ევროკავშირმა ისტორიული, დიდი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ მიუხედავად იმისა, იმსახურებდა თუ არ იმსახურებდა ამას. პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ეს არის ქართველი ხალხი. რომ არა ჩვენი ის შეხვედრები, სადაც ჩაგვქონდა ქართველი ხალხის ნება, შეიძლება ეს შედეგი არ დამდგარიყო ისე, როგორც გასულ წელს არ დადგა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ევროკომისიამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. განცხადება, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გააკეთა.  

დღის ამბები