08 სექტემბერი 2024,   03:17
ვრცლად
პარტნიორებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლების უკან დგას ხალხი და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნაკარნახევია ჩვენი ხალხის მიერ - ილია დარჩიაშვილი

"ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლების უკან დგას ხალხი, ხალხის არჩეულია ეს ხელისუფლება და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან სწორების მიმართულებით, ეს არის ჩვენი ხალხის მიერ ნაკარნახევი,"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მასში სინანულს იწვევს ხალხი, რომელთაც ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატიური როლი შეასრულეს.

"ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლების უკან დგას ხალხი, ხალხის არჩეულია ეს ხელისუფლება და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან სწორების მიმართულებით, ეს არის ჩვენი ხალხის მიერ ნაკარნახევი. შესაბამისად, ეს მომავალშიც გაგრძელდება, ეს ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების უკან დგას ხალხი და სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება.

სიმართლე გითხრათ, სინანულს იწვევს ჩემში ის ხალხი, ვინც, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ პროცესში, ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით ნეგატიურ როლს თამაშობდა. მათ ვერ გაიაზრეს ბოლომდე, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მათი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობის მონაპოვარი და მიზანი. მათ ამ პროცესში სამწუხაროდ, ნეგატიური როლი ითამაშეს. მიუხედავად ამისა, შედეგი, რომელიც დღეს დაიდო, დაიდო დიდი ძალისხმევით, შრომით და ხალხის ძალიან ძლიერი მანდატით. მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცეებში დაახლოება არის გრძელვადიანი პროცესი, მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას, რეფორმებს და ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ხალხს პირობას, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად განვითარებულ, ძლიერ და ევროპულ ქვეყანაში,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები