08 სექტემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ხდება ისე, როგორც "ქართული ოცნება" ამბობს და სწორედ ამიტომ ანდობს ქართველი ხალხი მას ხელისუფლებას - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა "პოლიტიკური პრიმიტივიზმი" უწოდა მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსის მიღება არ გაუხარდა.

როგორც ჩიქოვანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ევროინტეგრაციის ნაწილში თუ სხვა სფეროებში ყველაფერი სწორედ ისე ხდება, როგორც "ქართული ოცნება" პროგნოზირებდა და სწორედ ამიტომ ანდობს ქართველი ხალხი მას ხელისუფლებას.

"თქვენ რა კონკრეტული ფრაზები და პოზიციებიც მოიყვანეთ ოპოზიციური პარტიების, მე მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური პრიმიტივიზმი. ასეთი შეფასება არის ძალიან პრიმიტიული, რადგან შეუძლებელია არ დაინახო პროგრესი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას - ეს პროგრესი არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, არამედ 2012 წლიდან როგორ იცვალა სახე სახელმწიფომ და როგორი განსხვავებული სახელმწიფო გვაქვს დღეს ჩვენ, რომელიც ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული, რომელმაც უზარმაზარი რეფორმები გაატარა, გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რაც არის თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ამ დინამიკას რომ ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ, ეს არის პრიმიტიული მიდგომა და ფიქრობ, რომ ამას ვერ ამჩნევს ჩვენს ქვეყანაში ვერავინ, ეს არის სამწუხარო.

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ვართ რუსული ხელისუფლება, რომ მოგვისამძიმრეს... ჯერჯერობით არ გაჟღერებულა ასეთი ფრაზა, რომ ეს არის რუსული კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მე მათგან ამასაც არ გამოვრიცხავ. ყველა კარგად ხვდება, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. მისასამძიმრებელი არის მათთვის, რადგან პრაქტიკულად დღეს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, რომ ჩვენ მივიღებთ ამ კანდიდატის სტატუსს, რადგან ყველაფერს გავაკეთებთ მის შესასრულებლად, ისინი გვეუბნებოდნენ რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ მოხდა ისე, როგორც ვსაუბრობდით ჩვენ. ხდება ისე, ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნის მიღწევის ნაწილში და სხვა სფეროებშიც, რომ რასაც "ქართული ოცნება" ამბობს, ის სრულდება და სწორედ ამიტომ ანდობს ქართველი ხალხი "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებას და აძლევს საშუალებას, რომ გააგრძელოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა,"-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები