09 ივლისი 2024,   02:39
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის სამხედრო ძალები "ჰამასის" სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის სამხედრო ძალები ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ "ჰამასის" სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად ათობით პალესტინელის დაღუპვის შესახებ.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პალესტინის მხარეს მსხვერპლი 10 000-ს აჭარბებს. გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში აცხადებს, რომ ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს როგორც ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", ისე ისრაელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უსაფრთხოების გარემოების გამო დაიკეტა. უწყება არ ასახელებს, თუ რა გარემოებაზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია გადასასვლელის ხელახლა გახსნა, როდესაც საკითხი მოგვარდება, რათა დახმარება შევიდეს ღაზაში და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ევაკუაცია გააგრძელონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამ მომენტისთვის ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ომის შედეგად ყოველდღე 160 ბავშვი იღუპება.

დღის ამბები