09 ივლისი 2024,   03:52
ვრცლად
დონალდ ტრამპის რეიტინგი მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რეიტინგზე მაღალია - გამოკითხვა ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა

დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს - გამოკითხვა ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა.

ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხული ამომრჩევლების 49, ხოლო ჯო ბაიდენს - 45%. მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ შტატებში საქმე კარგად მიდის.

"ნიუ იორკ თაიმსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს. ესაა ნევადა, მიჩიგანი, ჯორჯია, პენსილვანია და არიზონა. უისკონსინის შტატში კი ტრამპს ბაიდენი 2%-ით უსწრებს.

მერყევ შტატებში ამომრჩევლები აცხადებენ, რომ ტრამპს უფრო ენდობიან, ვიდრე ბაიდენს ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და მიგრაციის საკითხებში.

დღის ამბები