09 ივლისი 2024,   02:42
ვრცლად
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს "უსამართლოსა და მიკერძოებულს" უწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს "უსამართლოსა და მიკერძოებულს" უწოდებს.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თურქეთმა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული უკუსვლა განიცადა. კომისიის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როდესაც ტერორიზმს ებრძვის.

პასუხად თურქეთის საგარეო უწყებაში განაცახადეს, რომ ეს ბრალდებები ხაზს უსვამს ევროკავშირში დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებს, რადგან ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში პრობლემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც აქვთ.

დღის ამბები