საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გამოხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე.
"კარგი ახალი ამბები - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და, ასევე, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია," - აღნიშნულია სენატის განცხადებაში.