09 ივლისი 2024,   02:44
ვრცლად
ქართველი მუსიკოსები - ბიბი კვაჭაძე და ალეკო ბერძენიშვილი 2024 წლის გრემის დაჯილდოების ნომინანტთა განსახილველ სიაში მოხვდნენ

20-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი შეგრძნებებითა და ახალი არანჟირებით გადაწერილმა მუსიკამ გაამართლა - ქართველი მუსიკოსები - ბიბი კვაჭაძე და ალეკო ბერძენიშვილი 2024 წლის გრემის დაჯილდოების ნომინანტთა განსახილველ სიაში მოხვდნენ. "საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტალი და ვოკალი” - ეს ის ნომინაციაა, რომელშიც ჯორჯ ბაორონის ლექსით ინსპირირებული სინგლია წარდგენილი.

ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს ნომინანტთა განსახილველ სიაში მოხვედრამდე ქართველმა მუსიკოსებმა ხანგრძლივი გზა გაიარეს. ახლა მუსიკოსები გადამწყვეტ თარიღს - 10 ნოემბერს ელოდებიან. ბიბი კვაჭაძისა და ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი გრემზე
ქართულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით წარადგინა.

გრემის კარზე დაკაკუნება მნიშვნელოვანია, თუმცა ალეკო ბერძენიშვილისთვის უფრო სასიამოვნო თავად შემოქმედებითი პროცესი აღმოჩნდა. მუსიკოსი კურიერს უყვება, რომ მისთვის მთავარი მოტივატორი არა ჯილდო, არამედ ახალ სიმღერაზე მუშაობაა.

მოხვდება თუ არა ქართველი მუსიკოსების ნამუშევარი გრემზე, 3 დღეში გაირკვევა. გრემის რიგით 66-ე დაჯილდოება 5 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები