18 ოქტომბერი 2024,   09:23
ვრცლად
"ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოსთან დაკავშირებით, საფრანგეთის პოზიცია გამოკვეთილად პოზიტიურია - ემანუელ მაკრონი საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებას აფასებს" - გოჩა ჯავახიშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს პრემიერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთის პოზიცია, ბოლო რამდენიმე თვეა, გამოკვეთილად პოზიტიურია საქართველოსთან მიმართებაში:

"საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა. უშუალო და გულწრფელი პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პრემიერმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ემანუელ მაკრონმა ირაკლი ღარიბაშვილს გუშინდელი დღის შედეგი მიულოცა. საფრანგეთი წარსულში ერთ-ერთ სკეპტიკურ ქვეყანათა შორის იყო. მოგეხსენებათ საფრანგეთის როლი ევროკავშირის შექმნაში და დღევანდელ პოლიტიკაში. ბოლო რამდენიმე თვეა, საფრანგეთის პოზიცია გამოკვეთილად პოზიტიურია. ემანუელ მაკრონი საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებას აფასებს და საფრანგეთს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ეფუძნება ქართველი ხალხის მისწრაფებას, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმას, რომ, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს,"- აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, გოჩა ჯავახიშვილი.

დღის ამბები