09 ივლისი 2024,   03:54
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს გადმოსცემს - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დოთიაშვილს დღეს გაათავისუფლებენ

4-დღიანი ტყვეობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვიტა, ლევან დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლოს და ქართულ მხარეს გადმოსცეს. ცხინვალის ტელევიზიამ გაავრცელა დოთიაშვილის დაკითხვის კადრები და ე.წ. კაგებეს წარმომადგენლის განცხადებაც, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ კირბალის მცხოვრებს თბილისს უახლოეს რამდენიმე საათში გადასცემენ.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოკადრებიც, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დღის ამბები