18 ოქტომბერი 2024,   09:20
ვრცლად
უნებართვო ვიზიტები დეპოლარიზაციის დასრულების ხელშეწყობისთვის თუ პირიქით - საფრანგეთში მთავრობის ნებართვის გარეშე წასული პრეზიდენტი საერთაშორისო ფორუმს პრემიერთან ერთად დაესწრება

მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მორიგი კრიტიკის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი გახდა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაასკვნა, რომ პრეზიდენტი, ამ ფორმით, კონსტიტუციას არღვევს, ამჯერად ზურაბიშვილს მთავრობისთვის ნებართვის მისაღებად არც კი მიუმართავს.

საპირისპიროს მიიჩნევს ოპოზიცია და ამბობს, რომ პრეზიდენტის მორიგი უნებართვო ვიზიტი ევროინტეგრაციისთვის ხელშემწყობი იქნება.
საფრანგეთში ვიზიტის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე თავად განაცხადა. ის პარიზის მშვიდობის ფორუმს დაესწრება, სადაც პრემიერი-მინისტრი იმყოფება.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციის ეგიდით კონსტიტუციის დარღვევა პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს. უმრავლესობის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა სამომავლოდ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე, პანელურ დისკუსიაში, მონაწილეობას შარლ მიშელთან ერთად ერთად მიიღებს. თემა კონფლიქტები და კრიზისები იქნება.

დღის ამბები