09 ივლისი 2024,   03:08
ვრცლად
ქართველი მომღერლის წარმატება ამერიკულ "ვოისში" - ნინი ბრეგვაძემ ე.წ. ნოკაუტის ტურში მეგავარსკვლავების ოვაცია დაიმსახურა

27 წლის ნინი ბრეგვაძემ ამერიკელი მეგავარსკვლავების ოვაცია ე.წ. ნოკაუტის ტურში დაიმსახურა. ქართველ მომღერალს "ვოისის" ჟიური ფეხზე წამოუდგა. ნინიმ პროექტში ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდის გადალახვა შეძლო. მუსიკალურ რინგზე ჟიურიმ არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა.

ქართველმა მომღერალმა პროექტში მონაწილეობა არაერთხელ სცადა. 7-წლიანმა ლოდინმა გაამართლა - "ვოისის" 24-ე სეზონი მისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. "პოტენციური გამარჯვებული" - სწორედ ასე უწოდა, ნამღერიდან რამდენიმე წამში, შემოტრიალებულმა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძეს.

ამერიკულ "ვოისამდე" იყო ქართული X-factor-ი. მაყურებელმა ნინი წლების წინ "რუსთავი2"-ის მეგაპროექტით გაიცნო.

ნინი ბრეგვაძის ამერიკელი მწვრთნელი ნილ ჰორანია. ბრმა ქასთინგი, შეჯიბრი რინგზე, ნოკაუტი - მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე პროექტის რთული ტურები უკვე გადალახულია. "ვოისის" 24-ე სეზონის ლაივ-ტურები 20 ნოემბრიდან იწყება.

დღის ამბები