09 ივლისი 2024,   01:37
ვრცლად
მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 100-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს

ჩრდილოეთ მექსიკაში, ქალაქ მატეუალაში, მისაბმელიან სატვირთო ავტომობილში, სამართალდამცველებმა 123 მიგრანტი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი აშშ-ში გეგმავდნენ გადასვლას. როგორც BBC წერს, მიგრანტები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან - გვატემალიდან, ნიკარაგუიდან და ჰონდურასიდან არიან. მათგან 34 ბავშვია.

სატვირთოში მიგრანტების შესაძლო ყოფნის შესახებ მექსიკის მიგრაციის ინსტიტუტს შეატყობინა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც ავტომობილიდან ტირილის ხმა მოესმა.

მიგრანტებმა საკვები და პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე მიიღეს. მექსიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ, საკითხის გადაჭრამდე, ისინი საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

დღის ამბები