09 ივლისი 2024,   01:32
ვრცლად
ღაზის სექტორში უკვე გაერო-ს 99 თანამშრომელია დაღუპული - ორგანიზაციის წარმომადგენელი

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს (UNRWA) წარმომადგენელი, ჯულიეტ ტუმა აცხადებს, რომ ღაზაში სიტუაცია სულ უფრო უარესდება. მისი თქმით, საომარ მოქმედებებს უკვე ორგანიზაციის 99 თანამშრომელი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს.

ტუმას თქმით, სააგენტო, თავის 150 თავშესაფარში, 700 000-ზე მეტ ადამიანს ეხმარება, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ არსებობს მარაგების, მათ შორის, საწვავის დეფიციტის პრობლემა.

დღის ამბები