09 ივლისი 2024,   02:15
ვრცლად
"ღაზაში ჩასულ გაერო-ს ოფიციალურ პირებს ბავშვები პურის ნაჭერს ან ერთი ყლუპი წყლის გაზიარებას სთხოვენ“ - ორგანიზაციის წარმომადგენელი

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს (UNRWA) წარმომადგენელმა, ჯულიეტ ტუმამ, BBC-სთან, ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბავშვების გაუსაძლის მდგომარეობას.

"გაერო-ს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ღაზას სტუმრობენ, ბავშვები პურის ნაჭერს ან ერთი ყლუპი წყლის გაზიარებას სთხოვენ“, - ამბობს ტუმა BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, სააგენტო, თავის 150 თავშესაფარში, 700 000-ზე მეტ ადამიანს ეხმარება, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ არსებობს მარაგების, მათ შორის, საწვავის დეფიციტის პრობლემა. როგორც ჯულიეტ ტუმა ამბობს, ღაზის სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე ორგანიზაციის 99 თანამშრომელი ემსხვერპლა.

დღის ამბები