უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორგანის განცხადებით, ევროკავშირმა, უკრაინასთან, გაწევრიანების საკითხებზე, მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.
მის განმარტებით, ეს უნგრეთის მყარი პოზიციაა.
"ევროკავშირმა, გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, უკრაინასთან მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს. ეს უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიციაა. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უნგრეთის უარი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ბიზნეს შეთანხმების საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული თანხების საკითხთან, რომლის მიღების უფლებაც უნგრეთს აქვს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.