18 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოსა და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოვუტანეთ 8 ნოემბერი - ეს არის განსხვავება ბოროტ ძალასა და პროგრესს შორის - ალუდა ღუდუშაური

„მინდა გითხრათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოსა და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა საქართველოს მოვუტანეთ 8 ნოემბერი. ეს არის ნათელი განსხვავება ბოროტ ძალასა და ნათელს შორის, სინათლეს, პროგრესსა და ქვეყნის ინტერესებს შორის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღუდუშაური ევროკომისიის დათქმების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „ოპოზიცია აღარ არსებობს და მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან“.

"ოპოზიცია აღარ არსებობს. ესენი არიან საკუთარი ქვეყნის მტრულად განწყობილი, ხელმოცარული, ე.წ. პოლიტიკოსები. მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვს ქვეყნის ინტერესებთან. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ახალ რეკომენდაციებზე მუშაობას ისე აქტიურად, როგორც ეს მანამდე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი სულისკვეთებაა, გადავდგათ თამამი, პრინციპული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესი იყოს შეუქცევადი და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ დიდ ოჯახში გაწევრება, იყოს მიღწეული. მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ოპოზიცია, მორიგ ჯერზე, უარს იტყვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გატარებაზე. ესენი კვლავაც დარჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, როგორც აქამდე უწოდებენ მათ ამ მდგომარეობას, მაგრამ მათი ეს მდგომარეობა, სინამდვილეში, არა ბოიკოტი, არამედ, რეალურად, არის სუბრეალური მდგომარეობა. ესენი მოწყვეტილნი არიან რეალობას, მოწყვეტილნი არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ოპოზიცია არის დასრულებული. მე ვულოცავ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რომ ამ ისტორიული, სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები